დავით სერგეენკო: ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე გაიზარდოს
26-11-2015, 04:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საჭიროა, გაიზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ამბულატორიულ მედიკამენტებზე.

 


ამის შესახებ დავით სერგეენკომ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"საავადმყოფოში მისაღებ მედიკამენტებს მოსახლეობას სახელმწიფო უფინანსებს. რჩება ერთი მთავარი გამოწვევა იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოსახლეობა ბინაზე იღებს. მე არა ერთხელ განმიცხადებია, რომ გვაქვს სამოქმედო გეგმა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ბოლო დღეების ტესტირებას გავდივართ ამაზე და ალბათ, შეგვეძლება მომავალი თვის განმავლობაში უკვე ეს პროექტი დავიწყოთ. ვგულისხმობ მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდას", - განაცხადა სერგეენკომ.

 


მინისტრმა მედიკამენტების განვადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ მოსახლეობას ამისი საჭიროება აღარ ექნება.

 

 

"როგორც ადრე იყო, პენსიების ხარჯზე, სესხის აღებამ ძალიან დიდი ტვირთი დააკისრა ჩვენს პენსიონერებს. შესაბამისად, ვეცდებით მოსახლეობას მდგომარეობა შევუმსუბუქოთ, რომ არ დასჭირდეთ განვადება პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე", - განმარტა სერგეენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი