დიმიტრი შაშკინი: ხაბეიშვილი დამაჯერებლად იგებს პირველივე ტურში
29-01-2023, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკვე 35 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა თავისი პოზიცია და მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც არის 70 პროცენტზე მეტი. აქტიურობა არის ძალიან მაღალი, რაც მეტყველებს, რომ პარტიის წევრებს უნდათ ცვლილება, უნდათ, რომ პარტია უძრაობიდან გადავიდეს მოძრაობაზე და გახდეს აქტიური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

 


შაშკინის თქმით, ამ დროის მონაცემებით, ხაბეიშვილი დამაჯერებლად იგებს პირველივე ტურში.

 


„ეს ეყრდნობა იმ მონაცემებს, რაც ჩვენ გვაქვს რაიონული ორგანიზაციებიდან, კვლევებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება ახალი თავმჯდომარე პირველივე ტურში. თავმჯდომარე, რომელიც იზრუნებს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს, არსებობს მცირე ტექნიკური პრობლემები, ჯერჯერობით ამერიკული კომპანია ახერხებს, გაუმკლავდეს. კომისია აქტიურად მუშაობს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი პოზიცია. არჩევანის გაკეთება არის ძალიან მარტივი: ის, ვინც კმაყოფილია პარტიის მუშაობით, მრავალათასიანი მიტინგები ისე დაიშალა, რომ სტრატეგია არ იყო შექმნილი, ის, ვინც კმაყოფილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა მოწამლულია და იბრძვის სიცოცხლისთვის, ის, ბუნებრივია, აირჩევს ძველ მენეჯმენტს, ძველ თავმჯდომარეს. ის, ვისაც სურს ცვლილება, ვისაც უნდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ, ბუნებრივია, აირჩევს ლევან ხაბეიშვილს. ლევან ხაბეიშვილს აქვს სწორი პოზიცია, ის ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, მეორე დღესვე უნდა მოხდეს გაერთიანება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას სამკურნალოდ უცხოეთში. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. პარტია გამოვა უფრო ძლიერი ამ პროცესიდან, ვიდრე იყო ადრე“, – განაცხადა შაშკინმა, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი