ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ლევან ზალკალიანთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. „ზაისი და კომპანია“-ს (ტექნიკური ზედამხედველობა) წარმომადგენლებს, მერიის შესაბამისი სამსახურების და ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტების განხორციელების ხარისხისა და ვადების მონიტორინგზე.
სამუშაო შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირებისა და მართვის სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელიგიორგი მახათაძე.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.