ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ
30-01-2023, 15:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მინდა, მივესალმო გულითადად ჩემს ძვირფას კოლეგას, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, ბატონ კარლ ნეჰამერს. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, საუბარი. ზაფხულში მე ვიმყოფებოდი ვენაში ოფიციალური ვიზიტით, როცა მიმასპინძლა ბატონმა ნეჰამერმა. ჩვენ გვქონდა ძლიან ნაყოფიერი დისკუსია, საუბარი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ზოგადად გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ძალიან რთულია მსოფლიოში, ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია ჩვენს ქვეყნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული სიტუაცია.

 

 

„ჩვენ ახლაც გვქონდა დეტალური გახილვა არსებული სიტუაციის. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შედმეგ, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20 % არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი რა თქმა უნდა იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შედეგი არის ე.წ. აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოსი და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი