საქართველოს პრემიერ-მინისტრი: პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის
30-01-2023, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკურ დონეზე, პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დამსახურებაა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ როგორ უნდა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები,- - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად.

 

 

„საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ ბოლო 2 წელია, შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შარშანწინ გვქონდა 10.5 % ზრდა, შარშან 10% რაც რა თქმა უნდა გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით, ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართულებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებბიუროკრატიული და ნაკლები ბარიერების მქონე ქვეყანა და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების, ავსტრიელი ინვესტორების შემობრძანებას საქართველოში,“- განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი