ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება ევროკავშირის ჩართულობით, ესაა შავი ზღვის ელექტროკაბელი
30-01-2023, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზოგადად და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ეს და სხვა პროექტები რა თქმა უნდა დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირის ჩართულობით დაიწყო სტრატეგიული პროექტის - შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განხორციელება და ეს შესაძლოა იყოს სამაგალითო.

 

„მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება ევროკავშირის ჩართულობით. ესაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, გადამცემი ხაზი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, 4 ქვეყანაა ამ თემაში ჩართული, მოგეხსენებათ, ბატონო კანცლერო - საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი. ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზოგადად და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ეს და სხვა პროექტები რა თქმა უნდა დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ. ესაა ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ბატონ კანცლერთან. დღეს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს ბატონ კანცლერს საქართველოში და მინდა, კიდევ ერთხელ მას მადლობა გადავუხადო ვიზიტისთვის, ჩვენ გვექნება საღამოს საშუალება, რომ გავაგრძელოთ საუბარი, დიდი მადლობა,“- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 1
#1   Faith
      
I have a secret to share with you. Something that has the power to transform your online life and bring you the traffic, followers, and recognition you deserve.

Here's the catch. This isn't your average, everyday solution. No boring content ideas or generic advice. I'm offering something unique and innovative that will set you apart from the rest.

I have the solution you've been searching for - a combination of content ideas and romance that will take your online life to the next level.

You'll have to see it to believe it. Follow the link below to learn more about - The Key to a Better Online Experience.

https://cuty.io/t7kjqsbduGXt

But don't take too long, this opportunity won't last forever.

https://cuty.io/t7kjqsbduGXt
31 იანვარი 2023 15:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი