ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს. ამჯერად, საერთო კრებები გოკიოში, ალასტანსა და ვარევანში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილ თანხას.
საკონსულტაციო კრება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის საერთო აზრის გათვალისწინებით შესრულდება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.