GUARDIAN.GE - „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ლილუაშვილის, სუსის და დუშეთის მერიის კორუფციული ჩართულობით და ფინანსური ინტერესების გამო, ბაზალეთის ტბასთან, ქალაქ დუშეთის სიდიდის არაბული დასახლების მშენებლობა იგეგმება ეგვიპტური სამშენებლო კომპანია „York Towers“-ის მიერ. ამის შესახებ ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„როცა სახელმწიფო ინგრევა, იშლება; როცა ადამიანებისგანაც იცლება; როცა შემოდის სხვა ელემენტი აქ და ის სხვა ელემენტი ფაქტობრივად, იკავებს კანონიერი მოსახლეობის ადგილს, ეს უკვე გადაშენებაა, ეს უკვე დამთავრებაა. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ახლა, ბაზალეთში, მწერენ, დაიწყო დიდი მშენებლობა და იქ მთელი არაბეთის ჩამოსახლება სდომებიათ, როგორც გავიგე. მე მწერენ ეს „ქოცების“ მომხრეები, რომ რატომ ხმას არ იღებო. მე რა ხმა უნდა ამოვიღო? რატომ მიეცით ხმა „ქოცებს“? არ გითხარით, გაყიდის-მეთქი სამშობლოს და საქართველოს, თუმცა ეს მისთვის სამშობლო არ არის. და როგორც ვარკვევ, იმ ბაზალეთში, რომელიც არის წმინდა მიწა, ოქროს აკვნის ადგილი, სადაც ილიას ნატერფალი, ნაფეხური დღემდე ეტყობა, ლილუაშვილი, უშიშროების უფროსი, ეს ბატონი ყოფილა მთავარი ბიზნესმენეჯერი, რომელმაც დაითრია ეს მიწები და ახლა ყიდის ათას უცხო ტომზე და მალე ბაზალეთში რომ შემოხვალთ, ქართულად ალბათ ვერ დაილაპარაკებთ და მე მინდა მივმართო ბატონ ლილუაშვილს - საბრალდებო დასკვნას ამზადებთ საკუთარი ხელით, შეეშვით ბაზალეთს და შეეშვით იმათ იქ ჩამოსახლებას“, - მიმართა შალვა ნათელაშვილმა სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს.
ჟურნალისტის კითხვაზე - „ლილუაშვილი დგას, ამის უკან?“ - ნათელაშვილმა უპასუხა, რომ ეს „გასაკვირი“ არ არის, რადგან „მილიონერი“ ლილუაშვილი „ბიზნესებს კურირებს ფარულად თუ ღიად“.
„რა არის გასაკვირი? „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი იყო კაცი, მილიონერია ოფიციალური, ბიზნესებს კურირებს ფარულად, ღიად და ახლა ნახა იქ კარგი, სამოთხე ადგილი, რომელიც ყველა ქართველის კუთვნილებაა, მომავლის კუთვნილებაა და აშენებს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს. ძალიან ცუდად დაამთავრებ, გაფრთხილებ ამას პირდაპირ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, როგორც საქართველოს შვილი, გაფრთხილებ და საქართველოს ყველა შვილის აზრს გამოვხატავ - ხვალვე დაახვიეთ იქიდან“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.