რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის - ფონდ „აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგიონული საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუდმივი ინფორმირებულობა, სექტორთა შორის თანამშრომლობის და ხელსაყრელი გარემოს (განვითარების შესაძლებლობები, არსებული გამომწვევები, დაფინანსების შესაძლებლობები) შექმნის ხელშეწყობა; მიმდინარე საქმიანობების გაცნობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაფინანსებების მოპოვების შესაძლებლობებზე ინფორმირება, თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობა;
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების მოკლე ანგარიშს, იმსჯელეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრას დაესწრნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სამოქალაქო კლუბების, მედიის, საჯარო სკოლების (სამოქალაქო განათლების პედაგოგები) წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები.
შეხვედრა ორგანიზებული იყო რაჭა-ლეჩხუმის დ ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი- ფონდი „აფხაზინტერკონტის“ მიერ - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.