საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობენ, დისტანციურად, კლინიკა „ვივა მედიდან“ უკრაინულ ენაზე გააკეთა განცხადება და თქვა რომ თუ ვერ იცოცხლა უკრაინის გამარჯვებამდე, მისი „გული უნდა იყოს დამარხული კიევში“.
„ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული. მე მინდა მოგმართოთ თქვენ - ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას... დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენს მტერს“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა დისტანციური ჩართვისას მოსამართლეს უთხრა, რომ მისი მდგომარეობა „მკვეთრად გაუარესებულია“ და „ადეკვატურ მკურნალობას“ ითხოვს.
„ბოდიში ყველას არაეთიკური სურათისთვის“... მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა... ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის. თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.