"ვერ დავეთანხმები პოზიციას, რომ პროკურატურა პოლიტიკურად ანგაჟირებულია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრებთან შეხვედრაზე დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩიქოვანმა უკმაყოფილება გამოთქვა პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ წარმოდგენილი პროცედურები ვერ უზრუნველყოფენ პოლიტიკურ დამოუკიდებულებას.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განმარტებით კი საპროკურორო საბჭო სრულად დამოუკიდებელია.
"ვერ დაგეთანხმებით, რომ საპროკურორო საბჭოს მართავს მმართველი პოლიტიკური ძალა. საპროკურორო საბჭოში 8 წევრს წარმოადგენს პირველ საპროკურორო კონფერენციაზე ფარული კენჭისყრით, უმრავლესობით არჩეული პროკურორები. ყველაზე დიდი ძალა საბჭოში პროკურორებს აქვთ, რომლებიც პროკურორების უმრავლესობის პოზიციებს გამოხატავენ. შესაბამისად, ეს ხალხი არასდროს არ ყოფილან და ვერ იქნებიან პოლიტიკურად აქტიური პირები და ვერ დავეთანხმები პოზიციას, რომ პროკურატურა პოლიტიკურად ანგაჟირებულია", -განაცხადა შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.