თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება
01-02-2023, 15:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აეროპორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჯერებული იყოს ყველა ხედვა, ყველა აზრი და ყველა ის მოთხოვნა, რაც დღეს აქვს სახელმწიფოს აეროპორტებთან მიმართებაში, იყოს შესრულებული, აეროპორტი იყოს უფრო მეტად განვითარებული, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 


მისი თქმით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთი წამყვანი საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie (ADPI) ოქტომბრიდან მუშაობს და პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება.

 


„ამ ეტაპზე ჩვენ გავდივართ საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ დეტალს, რაც აეროპორტს რეალურად სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის განვითარებისთვის, რომ შეჯერებული იყოს ყველა ხედვა, ყველა აზრი და ყველა ის მოთხოვნა, რაც დღეს აქვს სახელმწიფოს აეროპორტებთან მიმართებაში, იყოს შესრულებული, აეროპორტი იყოს უფრო მეტად განვითარებული. 18 წელია, TAV Georgia მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს და ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი წარმატება გვქონდა, მაგრამ უკეთესი იქნება განახლებული აეროპორტები საქართველოში და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. განახლებაში მოიაზრება ყველა მიმართულება. განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას. ხედავთ, რომ ტერმინალი უკვე მოძველებულია, თითქმის 18 წლის შენობაა, პატარაა, სივრცე საკმარისი აღარ არის, ამიტომ იგეგმება ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კატეგორიის შეცვლა, სამუშაოები აეროდრომზე, საჰაერო ხომალდების სადგომების დამატება, ძალიან მასშტაბური სამუშაოები იგეგმება, რისთვისაც დიდი ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

 


TAV Georgia-ის გენერალურმა მენეჯერმა ინვესტიციის მოცულობა არ დააკონკრეტა. მისი თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და დამატებითი დეტალები მარტის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი