„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზაკვი, ბუღაშენი, ბალხო, ოლავერდი, გომანი, ტრკნა - მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 922 000 ლარი, დიდი სოფლებისთვის დაახლოებით 20 000 ლარის, ხოლო პატარა სოფლებისთვის 10 000 ლარის ოდენობით.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენოს მათი დასახლებისათვის გამოყოფილი თანხა.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.