დაკავებულია შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი, რომელმაც 97 933 ლარი მიითვისა
01-02-2023, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი დააკავა.

 


პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოსა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ყოველწლიურად ფორმდებოდა სუბსიდირების ხელშეკრულებები შესაბამისი ბიუჯეტით, ამბულატორიული მომსახურების პროგრამასთან დაკავშირებით.

 


„ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორმა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და ამბულატორიული მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკანონოდ გადარიცხა თავის საბანკო ანგარიშზე, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 97 933 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.

 


იგი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების ჯგუფურად მითვისება) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

 

გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით.

 

 

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი