„ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. მიხეილ სააკაშვილს ყოველდღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - ის მოკლან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
„ოდესღაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ფოტოები დავით არახამიამ გადმომცა. მინდა, ნახოთ, როგორ გამოიყურება. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება მას კლავს. იცით, რომ მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ. საქართველო, მისი ხელმძღვანელობა, ვისთვის არიან ისინი დღეს? ნეიტრალურები არიან, თუ რუსეთისთვის არიან? იმიტომ, რომ რუსეთი ისე ექცევა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა საკუთარ პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და კიდევ ერთხელ, არიან ისინი ნეიტრალური, თუ არიან რუსეთისთვის? თუ უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ. მინდა, პრესამ ნახოს, რა ხდება – უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა კითხვაა. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა“, - აცხადებს ზელენსკი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.