ვანში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის, ხისა და თუნუქის გადასახური მასალით უზრუნველყოფის პროცესი მიმდინარეობს, მასალის გაცემის პროცესს პირადად ხელმძღვანელობს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.
იანვარში, ძლიერი ქარის შედეგად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანდა 74 საცხოვრებელი სახლის სახურავი, 1 მრავალბინიანი საცხოვრებელი და 4 ადმინისტრაციული შენობა, მათ შორის ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციის შენობაც.
ხის დაცემის შედეგად დაზარალდა 2 ადამიანი, რომელთაგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია დაჭირდა. ოპერაცია დაფინანსდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე დაზარალებულს მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში გაეწია ფინანსური დახმარება.
სტიქიის შედეგად ყველა დაზარალებული ოჯახი უახლოეს დღებში სრულად დაკმაყოფილდება სახლების გადასახური მასალით.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.