რატი ბრეგაძე ზელენსკის პასუხობს: მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ
01-02-2023, 21:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

 


„ამ განცხადების პასუხად შესაძლოა, ითქვას ერთი რამ, რომ საქართველოში არაადამიანური მოპყრობისა და წამების პრაქტიკა, მათ შორის მაშინ საქართველოს მოქალაქის, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა, ჩაბარდა წარსულს. ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი. ჩვენ ყველამ, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა ამ მძიმე და სამარცხვინო ისტორიის ტვირთი უნდა ვზიდოთ. როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და ამაზე ათეულობით განაჩენი არის დამდგარი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებისგან, ვინაიდან ეს სახელმწიფო იმყოფება ომში, ამის შესახებ ადრეც ვთქვით. რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვინც არ უნდა თქვას, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება. სწორედ ევროპული, დასავლური სტანდარტი გულისხმობს, რომ ყველა განცხადება, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არც ერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არ იქნება მისაღები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი