ნუ ეწყინება ვაშაძის „ტროიკას“, რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის „პრისოსკების“ გარშემო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქში“ წერს.
„ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს გამორიცხავს. სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება.
ამიტომ ნუ ეწყინება ვაშაძის ტროიკას, რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის “პრისოსკების” გარშემო.
იმ ერთობაში, რომელიც ევროპისკენ მიდის, ქართველ ხალხში და არჩევნებში რწმენა უნდაარსებობდეს და აკია ბარბაქაძე არ უნდა ყავდეს სპიკერად რომელიც ეთერ-ეთერ დაიარება და არჩევნების, ანუ ევროპისკენ სვლის ერთადერთი ინსტრუმენტის მნიშვნელობას აუქმებს.
ანუ თქვენ ევროპისკენ არ მიდიხართ.
ძალაუფლება გინდათ (ისიც არა თქვენთვის, არამედ თქვენი ჩრდილოვანი მმართველისთვის, რომ იმან ლუკმა გადმოგიგდოთ) და ხალხს ევროპით ატყუებთ“, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.