საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
02-02-2023, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

 

ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. აღინიშნა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეზე დასასწრებად არის მიწვეული.

 


თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

 


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი