უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „სსრკ-ის NKVD-ის ყველაზე უარესი ტრადიციებით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ“
02-02-2023, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

 


„სსრკ-ის NKVD-ის ყველაზე უარესი ტრადიციებით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, უარყოფს რომ მას სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს.

 


უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე.

 

 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. არ ეთამაშოს ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

 


ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი