„ბლუმბერგისთვის“ (Bloomberg) მიცემულ ინტერვიუში, სრულიად უსაფუძვლო, უარგუმენტო, პრეტენზიული განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან თქვა, რომ რუსეთის უკრაინასთან ომში დამარცხების და რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიის დატოვების შემდგომ გამართულ მოლაპარაკებებში, დღის წესრიგში უნდა დადგეს მოთხოვნა, რუსეთის ჯარების გაყვანის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანო.
ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ამ პოზიციასთან მიმართებით, უკრაინის ხელუსუფლებას და დასავლეთსაც დაებადებათ რამდენიმე კითხვა: კი მაგრამ, რითი დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ მისი ეს მოთხოვნა თუ სურვილი გაითვალისწინოს, უკვე გამარჯვებულმა უკრაინამ და მისმა მოკავშირე დასავლეთმა? მართალია, საქართველოს ხელისუფლება არ იყო რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში, მაგრამ, განა იგი არ აფიქსირებდა თავის ამ პოზიციას (ნეიტრალიტეტს) იმ საბაბით, რომ არ სურდა ყოფილიყო კონფლიქტის მონაწილე? განა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უთხრა უარი უკრაინას, პირადად პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის გათავისუფლების (სამკურნალოდ) შესახებ? განა, საქართველოს ხელისუფლებამ არ უთხრა ქვეყანაში შესვლაზე უარი უკრაინის ოფიციალურ პირებს, დეპუტატებს და სახალხო დამცველს, ისევე როგორც პუტინის რეჟიმის რუს ოპონენტებს, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე?
აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას ვერ ექნება პრეტენზია განაცხადოს, რომ რუსეთთან ომის პერიიდში ცალსახად პროუკრაინული პოზიცია ეკავა, - დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით!
კი, გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლებას აქვს არგუმენტები, რომ ქვეყანამ მრავალი განსაცდელი გამოიარა, 1992-93 წლების და 2008 წლის ომები რუსეთთან და ამიტომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კვლავ ახალი აგრესიის ეშინოდა... გასაგებია, მაგრამ, ეს ყოველივე, რაც ზევით ვთქვი, ვერანაირად, ვერც პოლიტიკურად და ვერც მორალურად, ვერ აიძულებს, მეტიც, არ ხდის ვალდებულს გამარჯვებულ უკრაინას, რომ მან სალომე ზურაბიშვილის, ანუ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული მოთხოვნა თუ სურვილი გაითვალისწინოს და დამარცხებულ რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა მოთხოვოს!..
პ ს. ამგვარად, დღეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული არაგამჭრიახე პოლიტიკის შედეგად, მხოლოდ უკრაინის და უკრაინელი ხალხის კეთილი ნების შემთხვევაში, საქართველოს და ქართველი ხალხისადმი გულწრფელი მეგობრობის და დიდი პატივისცემის გამო, არის შესაძლებელი, რომ გამარჯვებულმა უკრაინამ მოთხოვოს (დასავლეთის ჩართულობით) დამარცხებულ რუსეთს საქართველოს უპირობო დეოკუპაცია!!!...
ასე რომ, გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს საქართველოც!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.