საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტის, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ჯემალი 67 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ თეატრს და ამ დროის განმავლობაში არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითაც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.
გულრწფელად ვუსამძიმრებ ბატონი ჯემალის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას“, - ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.