საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ჯემალ ღაღანიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო. ჯემალ ღაღანიძემ თავისი გამორჩეული კეთილშობილებით, ნიჭითა და შემოქმედებით უამრავ თაყვანისმცემელს არაერთი საყვარელი პერსონაჟი აჩუქა. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.