ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა რეალურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოში არსებულ კომპანიებს, ანუ ისინი დასანქცირდებიან, თუ რუსულ ავიაკომპანიებს მოემსახურებიან საქართველოს აეროპორტებში!
მოგეხსენებათ, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის და მიმდინარე ომის გამო, დასავლეთის ქვეყანებმა, მათ შორის, შეერთებული შტატებმა, აუკრძალეს რუსეთის ავიაკომპანიებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლა! აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი:“მთელი დასავლური სამყარო დაშორდა რუსეთის სასტიკ რეჟიმს და ახლა მათთან ჩართულობის დრო არ არის!“ - ეს განცხადება, გახლავთ პირდაპირი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთთან ავიაკავშირს აღადგენს, მაშინ საქართველოს ავიაკომპანიებისთვის დასავლეთის საჰაერო სივრცე დაიხურება და საქართველოს მოქალაქეები ევროპის ვერც ერთ ქვეყანაში ვეღარ შეძლებენ ჩაფრენას საქართველოს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) აეროპორტებიდან!
როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან ავიაკავშირის აღდგენა ეკონომიკურად მომგებიანია, ავიატურიზმიც გაიზრდება და თანაც ეს ძალიან კომფორტული იქნება რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვისო, აბსოლუტურად ვეთანხმები. - მაგრამ, განა: ევროპული სახელმწიფოებისა და აშშ-კანადისათვის, მათი ბიზნესისთვის, კერძო პირებისათვის, ეკონომიკურად მომგებიანი და კომფორტული არ იყო რუსეთთან ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სამგზავრო და სატვირთო ავიამიმოსვლა, რაზედაც მათ უარი განაცხადეს, ანუ ეკონომიკურ სარგებელზე წინ, მებრძოლი უკრაინის სოლიდარობა დააყენეს, რითაც აგრესორ რუსეთს სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური ზარალი მიაყენეს (უმკაცრესი სანქციები დაუწესეს), რომელიც უფრო და უფრო გაიზრდება?!!..
P.S. ეკონომიკას და ფინანსურ სარგებელს თავი რომ დავანებოთ, პოლიტიკურად და მორალურად ყოვლად მიუღებელია, როდესაც ევროპული ცივილიზაციის წევრობა გსურს და იმავდროულად, მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას ღებულობ, ანუ ამ შემთხვევაში, - შენს საჰაერო სივრცეს „უხსნი“ აგრესორ, ოკუპანტ რუსეთს, მაშინ როდესაც ევროპა-ამერიკას მისთვის საჰაერო სივრცე „ჩაკეტილი“ აქვს!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.