თამარ ჩერგოლეიშვილი: „ევროპული საქართველოს“ მინუსია, რომ თავის რიგებში ჰყავდა ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც დავით ბაქრაძეა
03-02-2023, 14:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ევროპული საქართველოს“ მინუსია, რომ თავის რიგებში ჰყავდა ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც დავით ბაქრაძეა, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

 

 

„რაღაც ვიდეოს გადავაწყდი, თქვენი სიიდან ოთხი კაცი პარლამენტშია და ეგ რანაირი ბოიკოტიაო.

 

 

კი, ეს „ევროპული საქართველოს“ მინუსია.

 

 

„ევროპული საქართველოს“ მინუსია, რომ თავის რიგებში ჰყავდა ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც დავით ბაქრაძეა - რომელსაც პირობა ჰქონდა დადებული, რომ თუ პარტია 6 პროცენტზე ნაკლებს აიღებს, ეგ არ შევა და რაღაც სამარცხვინო სადღეგრძელოებს სვამდა პრივილეგიების დათმობაზე.

 

 

„ევროპული საქართველოს მინუსია რომ არმაზ ახვლედიანი ამოიღო რაღაც ნაფტალინიანი სუნდუკიდან და სიაში ჩასვა.



„ევროპული საქართველოს“ მინუსია, რომ ტარიელ ნაკაიძეს ენდო, რომელსაც საერთოდ არ ეკუთვნოდა შესვლა (შიდა პარტიული შეთანხმებით მოძრავი სია ჰქონდათ და ტარიელმა ვერ მოაგროვა საკმარისი - კაკო ბობოხიძისთვის ან გიგი წერეთლისთვის უნდა დაეთმო)

 


იგივეა - შალვა შავგულიძეც.

 

 

მეხუთე მანდატი შეგვეძლო ისე გამოგვეყენებინა, როგორც ჰერმან საბომ გამოიყენა და ზურას ნაცვლად შევიდა - მაგრამ არ გამოვიყენეთ (მოხარული ვარ, რომ ელენემ ამაში მაინც გაამართლა).

 


კი, პრობლემა იყო რომ ასეთი უპირო პერსონები გავაძლიერეთ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერით.

 


მათ შორის, ამომრჩევლის ასეთი უპატივცემლობის გამო ამ პარტიამ პასუხი აგო და ნულიდან აშენებს ახალ ორგანიზაციას.

 

 

დიდი ბოდიში. აღარ ვიზამთ.

 

 

მაგრამ ეს იმ პარტიებს როგორ ამართლებს, ვინც ხალხისთვის მიცემული სიტყვა გატეხა და „ევროპული საქართველოსკენ“ იშვერს ხელს - ჩემთვის გაუგებარია - რავი, გაწყვიტეთ თქვენც ჩვენსავით კავშირი უპირო გვამებთან და მერე ილაპარაკეთ“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი