კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე: არც ერთი თქვენგანი არ შესულხართ და არ გითქვამთ ერთი სიტყვა, მიშა, ჭამე; სააკაშვილს საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა, ხაჭაპურიც უყვარს და გემრიელი საკვებიც
03-02-2023, 14:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არ დავასახელებ პიროვნებებს, რომელთაგან ნამდვილად იყო მცდელობა, მომხმარებოდნენ სააკაშვილის კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში, მაგრამ ნივრიანი პურისა და გაჭყლეტილი ნივრის კონკრეტული რაოდენობის მოტანა, არ ვიცი, რაში წერია, მით უმეტეს, ხედავენ, რომ დიაგნოზში არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კონკრეტული ცვლილებები, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე იკითხება.

 


„მე ვინც მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ, თუ წერილობით, თუ ზეპირი სახით, რომ დამეხმარონ, რათა დაარწმუნონ პაციეტი, შესაბამისი კალორაჟი მიიღოს, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მეტ-ნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი. არ დავასახელებ ამ პიროვნებებს. ნამდვილად იყო მათგან მცდელობა, მომხმარებოდნენ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში, მაგრამ ის საკვები, რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მით უმეტეს, ისინი ხედავენ, რომ დიგნოზში არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კონკრეტული ცვლილებები, მაგალითად, ნივრიანი პურისა და გაჭყლეტილი ნივრის კონკრეტული რაოდენობის მოტანა, არ ვიცი, რაში წერია. ვერ ვხვდები შილაფლავის სოკოთი მოტანა რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ეს ჩაუშალა კალორაჟით, თუ რომელი პროდუქტებია საჭირო და რა რაოდენობით. ეს ყველაფერი მათ აქვთ ძალიან ბევრჯერ ახსნილი. არა მხოლოდ ენდოკრინოლოგის, არამედ მკურნალი ექიმის მხრიდანაც. მე საერთოდ მიკვირს, რომ ამდენი მოწმე დაიკითხა და საერთოდ იგნორირება მოხდა თამარ დავარაშვილის, რომელიც მკურნალი ექიმია და მისი შემოსვლის პირველი წამიდან ის საქმის კურსშია პაციენტის ყველა მონაცემზე, მდგომარეობაზე. რატომღაც მისი აზრი საჭიროდ არ ჩაითვალა, გამოკითხულიყო სასამართლო დარბაზში, ჩემთვის ეს ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს.

 


არც ერთი თქვენგანი არ შესულხართ და არ გითქვამთ ერთი სიტყვა, მიშა, ჭამე. სააკაშვილს საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა. მე ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა მიხეილ სააკაშვილს საცივი. ამის დასტური სოფოსგან მაქვს. ხაჭაპურიც უყვარს და გემრიელი საკვებიც. ყოველდღე როდესაც შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, მაღაზიის სოკოს ცივი შილფლავი და ნაცრისფერი მჭადი, ოთხი ცალი სალათის ფურცელი, შენ ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ, მით უმეტეს, თუ ფიქრობ, რომ მძიმე ნაწლავური დაზიანებაა. მე არ ვიცი, ადამიანებში იმედგაცრუება მაქვს, ყველაში იმედგაცრუება მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ შემიშლის, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ვიდრე ის ჩემს კლინიკაში იმყოფება, არ დავიშურებთ არც ძალას, არც წამალს, არც მკურნალობას, არც სხვისი აზრის მოკითხვას მოვერიდებით, ოღონდ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი