GUARDIAN.GE - პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი, რომელმაც ძალაუფლება 1999 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოიპოვა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყნის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი ლიდერი, რომელიც 2001-2008 წლებში იყო პრეზიდენტი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
განცხადებაში, სამხედროები გამოთქვამენ „გულწრფელ მწუხარებას“ და დასძენენ: „ალაჰმა გაანათლოს გარდაცვლილის სული და ძალა მისცეს მის ოჯახს“.
მუშარაფის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატეს პაკისტანის პრეზიდენტმა არიფ ალვიმ, პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა და ქვეყნის სამხედრო ლიდერებმა.
როგორც BBC წერს, ფერვეზ მუშარაფი მკვლელობის არაერთმცდელობას გადაურჩა და მებრძოლ ისლამისტებსა და დასავლეთს შორის ბრძოლის ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. მან მხარი დაუჭირა აშშ-ის „ტერორიზმთან ომს“ 11 სექტემბრის შემდეგ, მიუხედავად შიდა წინააღმდეგობისა. 2008 წელს მან არჩევნებში დამარცხება განიცადა და ექვსი თვის შემდეგ ქვეყანა დატოვა.
როდესაც ის 2013 წელს პაკისტანში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა, დააკავეს და კენჭისყრა აუკრძალეს. მას ბრალი სახელმწიფო ღალატში წაუყენეს და დაუსწრებლად სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა ერთ თვეზე ნაკლებ დროში აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა.
მუშარაფმა 2016 წელს დატოვა პაკისტანი, დუბაიში სამკურნალოდ გაემგზავრა და მას შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ემიგრაციაში იმყოფებოდა.
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ „BBC“-ზე დაყრდნობით
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.