"ძალიან განვიცდი, რომ ყველა რეგიონში, სოფლებში, ჩვენ ვხედავთ მიტოვებულ, განადგურებულ და გაჩანაგებულ ქარხნებს, რომლებიც 25-30 წლის წინ მუშაობდნენ", ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმო "ჯეო კეპი"-ს გახსნაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, 30 წლის წინათ "ქარხნები იყო ამუშავებული, ხალხი იყო დასაქმებული. ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ჩვენი გუნდისთვის იყო სწორედ ის, რომ მიტოვებული ქარხნები გაგვეახლებინა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, "ჯეო კეპს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია გაიტანოს ექსპორტზეც.
"ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები პლასტმასის საცობების იმპორტს ახორციელებენ, "ჯეო კეპს" მიეცემა საშუალება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქციას, ექსპორტზე გაიტანს რეგიონში. ამ რეგიონში ასეთი თანამედროვე ტიპის საწარმო არის პირველი. სახელმწიფო მაქსიმალურად იღებს ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყოს ასეთი იდეების განვითარებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში შპს "ჯეო კეპი" პლასტმასის საცობების წარმოებას იწყებს. ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოში არ არსებობს მსგავსი საწარმო.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ჯეო კეპის" დამფუძნებლებს გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება პლასტმასის შეფუთვის წარმოება-რეალიზაციაში.
კომპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი საწარმოების მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმპორტის ჩანაცვლების გზით. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" კომპანია "ჯეო კეპს" უსასყიდლოდ გადაეცა მიწის ნაკვეთი და შენობა, სამომავლოდ შეფასებული ქონების ექვსმაგი ინვესტიციის განხორციელების მიზნით.
დღეის მდგომარეობით კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური და წარმოების მოცულობის ვალდებულებებიდან ფინანსური ვალდებულება გადაჭარბებით აქვთ შესრულებული, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონი ამერიკული დოლარია, კომპანიაში 50 ადამიანი დასაქმდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.