„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი ხანჩალის ადმინისტრაციულ ერთეულში/სოფლები: დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი, კატნატუ/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები გიორგი ზმოიანი, მაქსიმ პოდოსიანი და სერგეი ადუმიანი, მერიიდან, მერი ანივარდ მოსოიანი, მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და დიდი ხანჩალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი სედრაკ შახბაზიანი.
შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.