1300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს მოხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად
06-02-2023, 15:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - ძლიერმა მიწისძვრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ახლოს, 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ბევრი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი, მიწისქვეშა ბიძგები ლიბანში, ისრაელსა და კვიპროსშიც იგრძნობოდა, იტყობინება BBC.

 


აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17,9 კმ სიღრმეში ქალაქ გაზიანტეპთან ახლოს.

 

 

ცოტა ხნის წინათ, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე, განმეორებით, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისსძვრა მოხდა ამავე რეგიონში. 

 


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული.

 

 

სირიაში სულ მცირე 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული, როგორც ამას სახელმწიფო მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

 


არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზრდება უახლოეს საათებში.

 


ბევრი შენობა ჩამოინგრა და ნანგრევების უზარმაზარი გროვის ქვეშ გადარჩენილების სამძებრო სამუშაოებს სამაშველო ჯგუფები აწარმოებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი