ირაკლი შოთაძე: ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას ბოლომდე მივიყვანთ
26-11-2015, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი იმედი გვაქვს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კითხვებს, რაც არის საქმეში და საზოგადოებაში პასუხი გაეცემა – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ გააკეთა.

 


“რაც ამ საქმის ზედაპირზე იყო, მასზე რეაგირება მოხდა. კერძოდ, ზურაბ ჟვანიას დაცვის თანამშრომლებმა ცალსახად ჩაიდინეს გულგრილობა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მოვახერხეთ და დავამტკიცეთ, რომ ეს ადამიანები მათზე დაკისრებულ ვალდებულებას გულგრილად მოეკიდნენ. ფაქტიურად, მათი დაუდევრობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

 

 

შოთაძის თქმით, ჟვანიას საქმეზე მუშაობა გრძელდება, პროკურატურას აქვს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით მოქმედებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი