ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ უკვე გვაქვს 123 ქართული საწარმო დაფინანსებული, ეს არის ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია
26-11-2015, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"გუშინ ჩვენ გავხსენით ფარმაცევტული კომპანია. დღეს აქ ვიხილეთ ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო და ეს არის სწორედ ჩვენი საერთო წარმატება და გამარჯვება". აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმოს, "ჯეო კეპის" გახსნაზე გააკეთა.


როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა ეს პროექტი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.


"ეს იდეა მე გამიჩნდა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, მაშინ, როდესაც ჩვენ ვფიქრობდით როგორ ჩაგვენაცვლებინა დაბალხარისხიანი იმპორტირებული საქონელი, როგორ შეგვეწყო ჩვენ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება. ამ ამოცანის ჩამოყალიბების შემდეგ მივეცით დავალება ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დავიწყეთ მუშაობა. 6 თვეში კი, ჩვენ ეს პროგრამა დავამუშავეთ. ეკონომიკის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინეს ახალი პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც დღეს ჩვენ უკვე გვაქვს 123 ქართული საწარმო დაფინანსებული, ეს არის ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიქმნა რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, ამ საწარმოს გახსნა არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთიანი ძალისხმევით შეძლოს ერთ დროს მიტოვებული, მივიწყებული, დახურული საწარმო გადაიქცეს თანამედროვე ევროპული ტიპის საწარმოდ.


"სწორედ "ჯეო კეპის" საწარმო არის ამ პროექტის შესანიშნავი მაგალითი, გარემონტდა შენობა-ნაგებობა, მივიღეთ ახალი ტიპის საწარმო, რომელშიც ინვესტირებულია 2 მილიონი ამერიკული დოლარი. ჩვენ სუბსიდირებას ვუკეთებთ 10 პროცენტით, ასევე მიცემული გვაქვს საბანკო გარანტიებიც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი