აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა
08-02-2023, 15:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

 


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს გიული ალასანია აწერს ხელს.

 


კონტრაქტი 2022 წლის ივლისშია გაფორმებული. „აკერმანი“ ამ დროიდან მუშაობს იურიდიული კონსულტაციის გაწევაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

 


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადვოკატ მასიმო დანჯელოს კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან, ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ოფისთან, გლობალური სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტთან, კრისტოფერ ჰარვინთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილესთან.

 


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.

 


რაც შეეხება კონკრეტულად გადახდილ თანხებს, დოკუმენტის თანახმად, ერიკ გოლდსმიტმა მიიღო 75,864.40 დოლარი, სტიუარტ ფინკელმა – 79,012.50 დოლარი, Jupin International-მა 37,560.89 დოლარი, შაჰინ ლაჰანმა – 107,399.23 დოლარი, NMS Labs-მა – 1,621.00 დოლარი, ჯეიმს კობიმ – 2,923.62 დოლარი, მაიკლ კოსნეტმა – 6,825.00 დოლარი, GP International LLC-მა – 35,000.00 დოლარი, ხოლო David E. Smith MD & Associates-მა – 11,200.00 დოლარი, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

 

კონტრაქტზე ხელმომწერმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „არანაირი მილიონი დოლარი არ არის გადახდილი, საერთოდ არ ვიცი, რა დოკუმენტია ეგ“.

 


კითხვაზე, როგორ მოახდინეს ამ თანხის მობილიზება, გიული ალასანიამ ასე უპასუხა: „თანხები არის ძალიან კანონიერად და არ ვაპირებ, ამ საკითხზე თქვენთან საუბარს“.

 

 

უფრო ადრე, მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში, რომელსაც მან ხელნაწერით უპასუხა, თქვა, რომ დედამისმა, გიული ალასანიამ „მემკვიდრეობით  მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის“.

 

 

Შპიგელი: თქვენ ბევრი ადვოკატი და ექსპერტი გიცავთ. Როგორ ახერხებთ ამას ფინანსურად?

 


Მ.ს: დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის. რა ვქნა ახლა, ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს, სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. Ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი