GUARDIAN.GE - 6 თებერვალს მომხდარი ორი მძლავრი მიწისძვრის შემდეგ მაშველები სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში დღე და ღამე, ყინვაში, თავგანწირვით ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ გადარჩენილებს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 200-ზე მეტი ადამიანი და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანაში მიწსიძვრას 8 574 ადამიანი ემსხვერპლა.
სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ კი 2 662 შეადგინა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6 თებერვალს 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17,9 კმ სიღრმეში ქალაქ გაზიანტეპთან ახლოს.
იმავე დღეს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე, განმეორებით, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისსძვრა მოხდა ამავე რეგიონში.
თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ერდოღანი სტიქიური უბედურების ზონაში ჩავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.