ლიბერთიმ ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე, გაზრდილი სარგებლის აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სარგებლის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც ლარის, ასევე აშშ დოლარის ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე.
როგორც ბანკში აცხადებენ, ახალი შეთავაზება საბანკო სექტორის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა:
„ლიბერთის სადეპოზიტო პროდუქტები ყოველთვის გამოირჩევა მაღალი სარგებლით. ამჯერად, გვინდა ჩვენს მომხმარებლებს, მიმზიდველ პირობებთან ერთად, შევახსენოთ თანხის საიმედოდ შენახვისა და სამომავლოდ დაგროვების მნიშვნელობა.
აქციის ფარგლებში, გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - როგორც ჩვენი ბანკის არსებულ მომხმარებელს, ასევე იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ამჟამად დეპოზიტები სხვა ბანკში აქვთ განთავსებული და სურთ უკეთესი პირობებითლიბერთიში სარგებლობა.“ - თორნიკე კორძაია, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
აქციის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, ვადიანი ანაბრის ან/და სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნა როგორც ლიბერთის, ასევე სხვა ბანკების მომხმარებლებისთვის შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:
ვადიანი ტიპის ანაბარი
ლარი - წლიური 12,35%, ეფექტური* 12,47%
დოლარი - ნომინალური 2,50%, ეფექტური* 2,51%
სადეპოზიტო სერტიფიკატი
ლარი- წლიური 12,35 ეფექტური* 12,35%
დოლარი - ნომინალური 1,35%, ეფექტური* 1,35%
*ეფექტური პროცენტი ნაჩვენებია 1000 ლარიან/დოლარიან ანაბარზე 12 თვის ვადით
ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის მობაილ ბანკიდან კიდევ უფრო მაღალი სარგებლით - აქციის პირობებს + 0.1%. ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.