ცაგერის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალუდა თუთისანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ლაილაშის, ღვირიშის, ქვედა ცაგერის, ჩხუტელის თემების მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებები.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები შეარჩია:
ლაილაში-გარე განათების სამუშაოების გაგრძელება,
თაბორი-1)არსებული სპორტული დანიშნულების ნაგებობის დასრულების სამუშაოები.
სურმუში-გარე განათების სამუშაოების გაგრძელება,
ღუ- შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
ორბელი-1)გარე განათების მოწყობის სამუშაოების გაგრძელება.
2)ღია სანიაღვრე არხების მოწყობა.
გაგულეჩი-1) გარე განათების მოწყობა.
2)წყლის მილების შესყიდვა.
კურცობი-შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია.
ლაჯანა- 1) სასაფლაოს შემოღობვა.
2)წყლის მილების შესყიდვა
წილამიერი-1)შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია.
2) წყლის მილების შესყიდვა.
ქვედა ღვირიში- გარე განათების დასრულების სამუშაოები.
ზედა ღვირიში-1) გარე განათების დასრულების სამუშაოები.
2) წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია.
ნასპერი - წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია სოფლის კლუბამდე.
სანოჩი- გარე განათების მოწყობა.
უცხერი-1) სანიაღვრე არხის მოწყობა
2) შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
ქვედა ცაგერი-1) ლაზარიანების უბანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
2) ,,გიორგავა ღელის" სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია.
3) ქვ.ცაგერის "სიბიკარის უბანში" სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია
4) სიბიკარის უბანში სანიაღვრე არხის გაწმენდა
5) „კულაშის უბანში“ სკვერის რეაბილიტაცია.
სოფ. გვესო- 1)ერთ-ერთ უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა.
2) სოფლის სტადიონთან მისასვლელი გზის გარე განათების მოწყობა.
3) ჭიქელაშის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია ჭალისთავი-1) სოფლის სასაფლაოს კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება
2) სასმელი წყლის მაგისტრალის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
სოფელი ჩხუტელი-1) გასულ წლებში გარე განათების გაგრძელება.
დოღურაში- 1) გასულ წლებში გარე განათებოს გაგრძელება.
ლასხანა-1) სოფლად არსებული წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაგრძელდება.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.