უმსხვილესი ჩინური კორპორაციის აფხაზეთში არსებულ ინტერესებზე კომენტარს გიორგი კვირიკაშვილი აკეთებს
26-11-2015, 05:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარების პრინციპს. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. კვირიკაშვილის ეს კომენტარი ჟურნალისტის იმ შეკითხვას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც China railway აშენებს მაგისტრალს, რომელიც ოჩამჩირის პორტის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და რომელიც კოდორის ხეობამდე იქნება.


"ინფორმაცია ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, გვაქვს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გვაქვს დადასტურებული ეს ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, რა ურთიერთობაც დღეს ჩვენ ჩინეთთან გვაქვს, ყოველთვის ეს ურთიერთობა ემყარებოდა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარების პრინციპს. დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, ეს ურთიერთობა ამ რაკურსში გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


რუსული მედიის ინფორმაციით, ჩინური კორპორაცია China railway ყაბარდო-ბალყარეთიდან ყარაჩაე-ჩერქეზეთის გავლით კოდორის ხეობამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ააშენებს. ამის თაობაზე კი შეთანხმებას მოსკოვში მოეწერა ხელი.


გეგმის თანახმად, ჩინური კორპორაცია პროექტს რუსულ კომპანია "რეგიონულ პროექტებთან" ერთად განახორციელებს. სპეციალისტების შეფასებით, პროექტების ჯამური ღირებულება 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი