ირაკლი ღარიბაშვილი: დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება თურქეთში სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად
11-02-2023, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, ამ მიზნით ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა თურქ ხალხს გამძლეობა, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელება უსურვა.

 


„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა, რაც თურქეთში მოხდა. კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობარ მოძმე ერს, თურქ ხალხს მინდა მივუსამძიმრო და თურქეთის პრეზიდენტს, ბატონ ერდოღანს. ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ თურქ ხალხს. ჩემი გადაწყვეტილებით, უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, ამ მიზნით ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით. მთავრობის გარდა, კერძო სექტორიც არის მობილიზებული, პარლამენტი, სხვა უწყებები და ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენს თურქ ხალხს, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო და ვუსურვო გამძლეობა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება“,- აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი