ოთარ ფარცხალაძე არის ჩემი მეგობარი, შესაბამისად, შეფასებებისგან თავს შევიკავებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი გაბაშვილი დაინტერესდა თუ როგორია შოთაძის შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა ადამიანი, რომელიც არის ქურდობისთვის ნასამართლევი.
"თქვენ ხართ წარმოდგენილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. მთავარ პროკურორზე ჩვენ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ის მართლმსაჯულებას, კანონიერ მოთხოვნებს, აყენებს უფრო მაღლა ვიდრე პირად მეგობრობას, ვიდრე პოლიტიკურ დაკვეთებს და პოლიტიკურ მეკავშირეობას. ამაში, რომ ვიყოთ დარწმუნებულები ნათელ მაგალითს გეუბნებით – არის თუ არა სამარცხვინო მთავარი პროკურატურისთვის, როდესაც მთავარი პროკურორი არის ნასამართლევი ქურდობისთვის? როგორ აფასებთ ამ ვითარებას?", - მიმართა გაბაშვილმა შოთაძეს, რაზეც მთავარი პროკურორობის კანდიდატმა უპასუხა, რომ მისი მეგობრის, ფარცხალაძის პოლიტიკური შეფასებებისაგან თავს შეიკავებდა.
"ჩემთვის გასაგებია მიზანი. ჩემს მეგობარზე გული შემტკივა და ვწუხვარ, რომ ამ ფორმატში განსახილველია ეს ადამიანი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის თემა, რომელიც აქ უნდა განიხილებოდეს. ოთარი ჩემი მეგობარია, შესაბამისად, შეფასებისგან თავს შევიკავებ. ამდენი პოლიტიკოსი ბრძანდებით და თქვენთვის მომინდვია შეფასება. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს. პოლიტიკურად თქვენ შეაფასეთ და მე ჩემი მეგობრის პოლიტიკურად შეფასებას არ ვაპირებ", - განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, ნასამართლეობასთან დაკავშირებით მოსმენილი აქვს ფარცხალაძის პოზიცია, რომელმაც აღიარა, რომ გარკვეული ინციდენტი გერმანიაში მოუხდა.
"მე პირადად არ მინახავს შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია. გადადგა და მე მოსმენილი მაქვს პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მან აღიარა, რომ გარკვეული ინციდენტი მოუხდა გერმანიაში", - აღნიშნა შოთაძემ და განმარტა, რომ ფარცხალაძეს პროკურატურასთან არანაირი შეხება არ აქვს.
"ოთარ ფარცხალაძე არის ჩემი მეგობარი, არის ღირსეული ადამიანი. ძალიან სამწუხაროა, რომ მას შემდეგ რაც საჯარო სამსახურში ეს ადამიანი აღარ მოღვაწეობს, მის მიმართ კიდევ გაისმის მსგავსი განცხადებები და თქვენ ცდილობთ, რომ მან არ დაკარგოს აქტუალურობა მიუხედავად იმისა, რომ მას პროკურატურასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან არანაირი შეხება არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს", - განაცხადა შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.