იმას, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურიდიული ფირმა „MKD Law-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, რასაც შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აკეთებს, პირდაპირი რეკეტია.
„საოცრებაა ის ყველაფერი, რაც ხდება. ნამდვილად არაფერი მიკვირს. მსოფლიო შეცვლილია. ის, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, პირდაპირი რეკეტია. სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფვით. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვიღებდით, ვდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ დროს დღეს ვაწყდებით საოცარ ფაქტებს, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.