ელისაშვილი დაკითხვის დეტალებზე - პროკურატურა ვერ წავა მოქმედი და ყოფილი პრემიერების წინააღმდეგ
26-11-2015, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც ელისაშვილის სოციალურ ქსლეში წერს, გამოძიებას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მიაწოდა.

 


„გამოვედი პროკურატურიდან. ჩვენება ჩამომართვეს. თავაზიანი ფორმალობა დავიცავით მეც და გამომძიებელმაც. გარკვეული დეტალები ვუთხარი, მნიშვნელოვანი ინფორმატორების ვინაობა რა თქმა უნდა არ მითქვამს - ვინც მე მენდობა და ჩემს უსაფრთხოებაზე სერიოზულ ცნობებს მაწვდის ის რა თქმა უნდა ჩემგან ცხრაკლიტულით იქნება დაცული. ასეთ ხალხს არც მე ვუმტყუნებ ნდობას. რა თქმა უნდა არ მჯერა რომ პროკურატურას რეალურად რამეს გამოიძიებს, რა თქმა უნდა პროკურატურა ვერ წავა მოქმედი და ყოფილი პრემიერების წინააღმდეგ ვისი ვიზირებითაც ხდება ეს ყველაფერი ჩემი ღრმა რწმენით და არამხოლოდ რწმენით.... ისე კი არაფერი მელანდება და არაფერი მომჩვენებია, თითქმის წელიწადია ეს თვალთვალი და მიყურადება გრძელდება და როგორც ხედავთ მხოლოდ ახლა ვთქვი. მე ჩემი, ჩემი ოჯახის და დიახაც ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება მალაპარაკებს. სუს-მა ჩემს დევნას თავი დაანებოს და ამ ქვეყნის რეალურ მტრებს სდიოს და უთვალთვალოს აჯობებს. ამის თქმა მინდოდა მათთვის ამ ყველაფრის გახმაურებით“, - წერს ელისაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი