კახა კალაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზეა აგებული, ჩალის ფასი აქვს
15-02-2023, 21:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა. მისი თქმით, დოკუმენტი ვერ იქნება ღირებული, როდესაც ქველმოქმედი ადამიანის სანქცირებაზეა საუბარი, ხოლო „კრიმინალი“ კი თურმე უნდა გათავისუფლდეს.

 


„მე დილითაც ვთქვი, რომ რეზოლუციისგან არაფერს ახალს და განსხვავებულს არ ველოდი. შედეგი მართლაც იგივეა, არაფერი სიახლე რეზოლუციას არ აქვს. მას არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს. როდესაც სიცრუეზე, სიყალბეზე და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებით არის საუბარი, ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, სერიოზული სახე ვერ ექნება. ავხსნი რატომაც-დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან, ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი. როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს, ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი.

 


საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ რთულ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ქვია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს დღესაც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ბევრი კონკრეტული პროექტი განვახორციელეთ. ბევრი წარმატება გვქონდა, მიუხედავად სირთულეებისა. დღესაც, ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას, მაგრამ ვიხილეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის არმიღებასთან დაკავშირებით. ეს გააკეთეს ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი