GUARDIAN.GE - ევა კაილი, 44 წლის ბერძენი ევროპარლამენტარი, 2022 წლის იანვრიდან დაკავებამდე ევროპარლამენტის მე-14 ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ევროპარლამენტის კორუფციული სკანდალის ცენტრში მოექცა, მინიმუმ ორი თვით დატოვეს პატიმრობაში, მიუხედავად მისი ადვოკატის მძაფრი თხოვნისა, ელექტრონული მეთვალყურეობის პირობით გაეთავისუფლებინათ იგი.
კაილი ბელგიის პოლიციამ 9 დეკემბერს დააკავა და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. მას პარლამენტის იმუნიტეტი დაუყოვნებლივ მოუხსნეს, მოგვიანებით კი კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის, კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდება წარუდგინეს. მისი ბრიუსელის საცხოვრებელ სახლში 150 000 ევროზე მეტის ოდენობის ნაღდი ფული აღმოაჩინეს.
კაილის პატიმრობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება ბელგიელმა მოსამართლემ მიიღო ბრიუსელში, ხუთშაბათს დილით გამართული სხდომის შემდეგ, რომლის დროსაც მისმა ადვოკატებმა დაგმეს პატიმრობაში მყოფის 23 თვის ქალიშვილისაგან განშორება და მოითხოვეს მისი ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლება.
ევა კაილის დაცვის ჯგუფი განაგრძობს მისი უდანაშაულობის მტკიცებას და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. კაილის პარტნიორი და მისი ქალიშვილის, ფრანჩესკო ჯორჯის მამა, რომელიც ბრალდებულის ზუსტად იმავე დანაშაულებში, ასევე რჩება ციხეში.
ბელგიაში დაწყებული ფართომასშტაბიანი გამოძიება ფოკუსირებულია სავარაუდო ნაღდი ფულის მოპოვების სქემაზე, რომელიც მოიცავდა „დიდ ოდენობის“ თანხებს და „სოლიდურ“ საჩუქრებს, რომლებიც გადახდილია კატარისა და მაროკოს მიერ, რათა გავლენა მოეხდინათ ევროპარლამენტში გადაწყვეტილების მიმღებებზე.
კატარმა და მაროკომ კატეგორიულად უარყვეს ბრალდებები და მას უსაფუძვლო უწოდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.