რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სუ-24ის ჩამოგდებისთვის, თურქული მხარისგან ბოდიშის მოხდას და კომპენსაციას მოითხოვს.
ამის შესახებ პუტინმა ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
„თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა სირიის ტერიტორიაზე. ჩვენ ჯერაც არ მოგვისმენია ბოდიში თურქული მხარისგან. არ ისმის არანაირი წინადადება ზარალის ანაზღაურებისა და დამნაშავეების დასჯის შესახებ“ - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თურქეთის ხელისუფლებას რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა ჩიხში შეგნებულად შეჰყავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.