მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ, „გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა
17-02-2023, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პროკურატურამ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე „გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, „მშენ-ექსპერტის“ დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა.

 


საქართველოს პროკურატურის ცნობით, უწყებამ „გრინსერვისი+“-ის დირექტორს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს ბრალი დაუმძიმდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, ხოლო ,,მშენ-ექსპერტის“ დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე.

 


როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, „მშენ-ექსპერტის“ დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა. მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, „მშენ-ექსპერტი“-ს თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი.

 


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და „გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე.

 


სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, „გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა. კერძოდ, პროექტის ცვლილებები, რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები.

 


2022 წლის აგვისტოში „გრინსერვის+“-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

 


ამის შემდეგ, „გრინსერვის+“-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით, „მშენ-ექსპერტთან“ ხელშეკრულება გააფორმა.

 


„მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.

 


„მშენ-ექსპერტის“ დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან.

 


მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს „მშენ-ექსპერტის“ ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი. კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა „გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა.

 


2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

 


ელექტრო ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.

 


საქართველოს პროკურატურამ „გრინსერვისი+“-ის დირექტორს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი); „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტის“ დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

 


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიების მოცემულ ეტაპზე, ბრალდებულია 9 პირი, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა და საქმე არსებითი განხილვისთვის სასმართლოში წარიმართება.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი, სხვა პირების დადგენის მიზნით. დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები“, – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 242
#242   Marion
      
References:


Online slots australia neosurf neosurf
casino no download australia
დღეს, 11:37
#241   Elisabeth
      
References:


No verification payid pokies australia pokies payid accepted australia
გუშინ, 22:54
#240   Mable
      
References:


Bank wire transfer casino sites australia top
wire transfer casino Australia
გუშინ, 16:47
#239   Latonya
      
References:


Australian casino bank withdrawal casino bank transfer deposit australia
გუშინ, 01:07
#238   Dusty
      
References:


Best australian bank transfer casinos http://www.jzq5.cn/space-uid-498283.html
20 ოქტომბერი 2026 11:13
#237   Collette
      
References:


Best debit card pokies bonuses au http://www.lezcc.com/
20 ოქტომბერი 2026 02:52
#236   Sheldon
      
References:


Neosurf online casino real money http://www.sg588.tw/home.php?mod=space&uid=1305017
19 ოქტომბერი 2026 12:08
#235   Sophia
      
References:


MiFinity deposit casino http://downarchive.org
14 ოქტომბერი 2026 20:24
#234   Fanny
      
References:


MiFinity casino live dealer Australia MiFinity first deposit
bonus casino
14 ოქტომბერი 2026 20:02
#233   Harlan
      
References:


Fastest withdrawal MiFinity casino Australia MiFinity casino deposit limits
14 ოქტომბერი 2026 11:50
#232   Rocky
      
References:


Neosurf casino deposits australia http://t.044300.net/home.php?mod=space&uid=3151725
14 ოქტომბერი 2026 04:43
#231   Earnestine
      
References:


Trusted wire transfer casino Australia best bank transfer casino Australia
11 ოქტომბერი 2026 20:14
#230   Lilliana
      
References:


Bestes Sofortüberweisung Casino cdss.snw999.com
24 სექტემბერი 2026 18:42
#229   Renato
      
References:


Neues online casino sofortüberweisung https://guzhen0552.cn/home.php?mod=space&uid=2527723
24 სექტემბერი 2026 01:38
#228   Lilliana
      
References:


Sofort Casino Einzahlungslimit peatix.com
23 სექტემბერი 2026 04:11
#227   Emil
      
References:


Casino ohne limit sofortüberweisung mapleprimes.com
22 სექტემბერი 2026 08:43
#226   Napoleon
      
References:


Mobile slots no deposit bonus https://jobbridge4you.com/employer/instant-english-dictionary/
10 აგვისტო 2026 20:45
#225   Uta
      
9 ივნისი 2026 17:10
#224   Marissa
      
References:


Las vegas casino online https://rentry.co/7krdx8im
9 ივნისი 2026 15:50
#223   Levi
      
References:


Bellagio casino las vegas https://sonnik.nalench.com/user/lutebakery05/
6 ივნისი 2026 18:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 13წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი