ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები გრძელდება.
ამ დროისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - დიდი ხანჩალის, კათნატუსა და პატარა ხანჩალის გზები თოვლისა და ყინულის საფარისგან სპეცტექნიკით იწმინდება.
მუნიციპალიტეტის სოფლების ნინოწმინდასთან დამაკავშირებელი ყველა გზის თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოების პროცესს მონიტორინგს უწევს მერის მოადგილე არმენ ბდოიანი.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.