საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ისლანდიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სორდის კოლბრუნ გილვადოთირს შეხვდა.
მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია მხარეებს შორის ქ. ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდგომ განვითარებებზე, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოში ისლანდიის თავმჯდომარეობასა და როგორც მიმდინარე პრიორიტეტებზე, ასევე სამომავლო დღის წესრიგზე. ამ მხრივ საუბარი შეეხო ისლანდიაში დაგეგმილ ევროპის საბჭოს სამიტს და მის მოსამზადებელ სამუშაოებს.
მხარეებმა იმედი გამოითქვეს, რომ სამიტის დღის წესრიგში სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს მიმართ ევროპის საბჭოს მხრიდან გამოხატული ურყევი მხარდაჭერა. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ისლანდიას შორის ორმხრივ დღის წესრიგში ბოლო პერიოდში გააქტიურებულ დინამიკას და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ უახლოეს მომავალში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.