იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მერებთან საგანგებო თათბირი გამართა. მხარის გუბერნატორმა უამინდობით შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და მერებს შესაბამისი დავალებები მისცა, რათა დროულად მოხდეს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და მოქალქეებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება.
იმერეთის მასშტაბით თოვლის გაწმენდითი სამუშაოები მესამე დღეა აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე 101 სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები.
ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით 101 სპეც ტექნიკა მუშაობს. თუმცა სამუშაოებს უხვი ნალექი აფერხებს. მეოთხე დღეა იმერეთში ინტენსიურად თოვს.
იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა თითქმის ორ მეტრს მიაღწია.
უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები და ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება 20 000 -მდე აბონენტს. კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები ავარიულ ლოკაციებზე აქტიურად მუშაობენ.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.