ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორი ხდება და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ერთვება
17-02-2023, 16:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას გულისხმობს. პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს  მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარის - წიგნის გარეშე.

 

„ლიბერთისა და  „მთიელი წიგნების"  მეგობრობით,  საქართველოს მთიან რეგიონებში, ყველაზე ძნელადმისაღწევ სოფელშიც კი არ დარჩებიან  ბავშვები სასურველი წიგნების გარეშე. ჩვენთვის  მეტად საამაყოა ის ფაქტი, რომ  „მთიელი წიგნები“-ს ორგანიზაციის დამფუძნებელი - გიორგი კივილაძე - ლიბერთის თანამშრომელია.

ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია განათლების ხელშეწყობას გულისხმობს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ „მთიელ წიგნებთან” ერთად  წვლილი შევიტანოთ კითხვის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან საქმეში“, – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი

 

ერთი წლის განმავლობაში  მოვიარეთ ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ახმეტის რაიონის სოფლები და  1000-ზე მეტ ბავშვს და 43 სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით სასურველი წიგნები. მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების“  წამოწყებას ლიბერთიც შემოუერთდა  და  მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი რეგიონის დაფარვას შევძლებთ. 

 

ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად  გაიზრდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქოთ ის წიგნი, რაზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს“ – ლევან ვარამაშვილი, „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი

 

 

http://bit.ly/3XEnviM

 

 

„მთიელი წიგნების“  შესახებ:

 

„მთიელი წიგნები“  მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს "წითელი ყველგანმავალის" მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.

 

ლიბერთი ბანკის შესახებ:

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი