ირაკლი შოთაძე: ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია თქვას, იყო თუ არა ბრალდების მხარე მართალი
26-11-2015, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ კაბელების საქმეს დიდი ისტორია აქვს და ბევრი კამათი გამოიწვია, თუმცა, სასამართლო არის ერთადერთი კომპეტენტური ორგანო , ვისაც შეუძილია თქვას, იყო თუ არა ბრალდების მხარე მართალი, როდესაც ამ პირებს ბრალი წაუყენა, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებთან” შეხვედრის დროს, შესაბამის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

 


"თავისუფალი დემოკრატები"ე.წ კაბელების საქმისადმი ირაკლი შოთაძის დამოკიდებულებით დაინტერესდნენ.

 


“მე ვიცნობ ამ საქმეს და ვიცნობ მტკიცებულებებს. ვფიქრობ, ამ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვმიღმა სტანდარტი, რომლითაც დასტურდება იმ პიროვნებების მიერ მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომელსაც მათ პროკურატურა ედავება. შესაბამისად ამას ვამტკიცებთ ჩვენ სასამართლოში”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 


ფრაქციას ქონდა კითხვები საიდუმლო დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებითაც.

 


შოთაძის განმარტებით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს რაც შეეხება, ერთადერთი კომპეტენტური ორგანო არის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და მას შეუძლიია განსაზღვროს რა არის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი. შოთაძის მტკიცებით, პროკურატურის მიერ არ გავრცელებულა რაიმე ინფორმაცია, რომელიც კონტრდაზვერვის ინფორმაციით წარმოადგენდა საიდუმლოს შემცველს. შოთაძემ ამავე კონტექსტში “სილქნეტსა” და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა.

 


“როდესაც “სილქნეტმა” თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა საიდუმლო კონტრაქტი, “სილქნეტს” ჰყავდა თავის მხრივ ქვეკონტრაქტორი კომპანიები. შესაბამისად, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რა სამუშაოებს ახორციელებდნენ. “სილქნეტს” ამ ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან არასაიდუმლო ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. სახელმწიფო უსაფრთხოება რა მიმართულებით უნდა შელახულიყო და შეილახა თუ არა, პროკურატურის მიმართ ბრალდებები უადგილო იქნებოდა”, – განაცხადა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი